Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მიესალმება „ოპეკის“ ახალ შეთანხმებას


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა შეაქო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება „ოპეკის“ მიერ ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირების თაობაზე მიღებული ახალი გადაწყვეტილება.თუმცა რუსი მინისტრი კვლავაც იმეორებს, რომ რუსეთი გააგრძელებს სარეკორდო მოცულობის ნავთობწარმოებას. „ოპეკის“ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დღეში 750 ათას ბარელამდე შეამცირონ ნავთობის წარმოება. ამ ინფორმაციის შემდეგ ლონდონის ბირჟაზე 7%-ით გაიზრდა ბარელი ნავთობის ფასი, რაც 28 სექტმბრის მონაცემით და 49,24 დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG