Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი კერისთან სირიელი მებრძოლების ერთმანეთისგან განსხვავების გარშემო იმსჯელებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს აპირებს ტელეფონით ელაპარაკოს აშშ-ის სახელმწიფო დივანს, ჯონ კერის და განიხილოს სირიელი მებრძოლების, ზომიერი ოპოზიციის და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული, ადრე ალ-ნუსრის ფრონტის სახელით ცნობილი, ჯგუფის ერთმანეთისგან განსხვავების თემა. რუსეთის სააგენტოების თანახმად, ლავროვმა თქვა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონთან იქნა შეთანხმებული, კვლავაც მოქმედებს. ლავროვის თქმით, რუსეთი არ იყენებს აკრძალულ იარაღს სირიაში და მათგან, ვინც რუსეთს სამოქალაქო პირებზე თავდასხმას აბრალებს, მოითხოვს, წარმოადგინონ მტკიცებულება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კერიმ განაცხადა 29 სექტემბერს, რომ ვაშინგტონი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარშემო რუსეთთან მოლაპარაკების შეჩერების ზღვარზეა, როცა სირიისა და რუსეთის თვითმფრინავების გამანადგურებელი იერიში ალეპოზე გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG