Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ფრანცისკე: ”ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობისთვის მადლობას ვწირავ უფალს


რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს გააგრძელა თავისი სტუმრობა საქართველოში და მცხეთას ეწვია. სვეტიცხოვლის ტაძარში პაპს მასპინძლობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ისაუბრა მცხეთის და სვეტიცხოვლის ისტორიაზე. რომის პაპმა თქვა, რომ მადლობას სწირავს უფალს იმისთვის, რომ საშუალება მიეცა ქართულ მიწაზე, წმინდა ტაძარში მოელოცა. ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა. პაპის და პატრიარქის სვეტიცხოველში მისვლისას გარეთ შეკრებილი იყო მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ ფრანცისკე სვეტიცხოველში არ უნდა შევიდეს. პივრელ ოქტომბერს რომის პაპმა ფრანცისკემ წირვა ჩაატარა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ასევე, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. სტადიონზე, რომელიც 27 ათასამდე მაყურებელს იტევს, რამდენიმე ათასი ადამიანი იყო. სხვათა შორის კათოლიკეთა მამამთავარმა შემდეგი თქვა: "თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, “ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს” . საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში“. 1 ოქტომბერს მარიამის ცად აამაღლებისსაკათედრო ტაძარში პაპი შეხდა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს. ფრანცისკემშეკრებილ სასულიერო პირებს სიტყვით მიმართა. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც პაპი ბაქოში გამგზავრება.

XS
SM
MD
LG