Accessibility links

ყირგიზეთში დააპატიმრეს ტაჯიკი ოპოზიციონერის ცოლი


ყირგიზეთის ხელისუფლებამ დააკავა ტაჯიკი ოპოზიციონერი აქტივისტის, სობირ ვალიევის ცოლი. ცნობა გაავრცელეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა. ყირგიზეთის უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ქილიმ შამის“ ხელმძღვანელმა, აზიზა აბდირასულოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას ორ ოქტომბერს, რომ ჟანეტ ქამზაევა წუხელ დააპატიმრეს ყირგიზეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. ქამზაევა ყირგიზეთში, ბიშქექში, სტამბოლიდან ჩასვლისას აეროპორტში დააკავეს. მისი დაკვება დაადასტურა დედამისმა, რომელიც ბიშქექში ცხოვრობს. ვალიევმა განაცხადა, რომ მისი ცოლი ყირგიზეთში ჩავიდა მოხუცებული დედის მოსავლელად და დასძინა, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობასთან მას არ აქვს კავშირში. ვალიევმა, რომელიც ახლა ვარშავაში ცხოვრობს, გააკრიტიკა ტაჯიკეთის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა ეუთოს კონფერენციაზე გამოსვლისას, გასულ კვირაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG