Accessibility links

დააკავეს ნიკა რურუას შტაბის უფროსი


დღეს დააკავეს ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ დავით ჯაფარიძე დაკავებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ნიკა რურუამ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ჯაფარიძეს იარაღი „ჩაუდეს“. შსს-ში რურუას ბრალდებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG