Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების გზებზე მსჯელობს


მოსკოვმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს მცდელობა შეენარჩუნებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიაში.მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ წყვეტდა რუსეთთან თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთმა და ესპანეთმა მიმართეს უშიშროების საბჭოს წინადადებით, დაუყოვნებლიც შეწყვეტილიყო საჰაერო ბრძოლები სირიის ქალაქ ალეპოს თავზე, თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ „მხოლოდ ავიაციის აკრძალვა საშუალებას მისცემდა ტერორისტებს ის გაეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ“. გაეროს წარგზავნილმა სირიაში სტაფან დე მისტურამ სინანული გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-რუსეთისდიპოლომატიური მცდელობების კრახის გამო, თუმცა დასძინა, რომ ის გააგრძელებდა მცდელობას პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღწევად და „არ მიატოვებდა სირიის ხალხს დაუსრულებელი კონფლიქტისასთვის“.

XS
SM
MD
LG