Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა პარიზის „კლიმატის აქტი“


ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა კლიმატის ცვლილების შეთანხმება, რომელიც პარიზში მიიღეს შარშან დეკემბერში, როცა დოკუმენტს 170 ქვეყნის ლიდერმა მოაწერა ხელი. სტრასბურგში ოთხ ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, შეთანხმება ნოემბერში შევა ძალაში. ოთხი დღით ადრე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ეკოლოგიის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რის შემდეგად პარლამენტარებს მიეცათ შესაძლებლობა დაემტკიცებინათ დოკუმენტი. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა კენჭისყრას ისტორიული უწოდა. საჭიროა, რომ დოკუმენტს რატიფიცირება გაუკეთოს მსოფლიოს 55 ქვეყანამ, რითიც ისინი ემისიის, სულ მცირე, 55 პროცენტით შემცირებას კისრულობენ.

XS
SM
MD
LG