Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდინეძის ინციდენტის გამო ბრალი ორ პირს წაუყენეს


ზუგდიდიდ სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას გულისხმობს. ინციდენტი 1 ოქტომბრის საღამოს, დიდინეძში მოხდა, სადაც ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

XS
SM
MD
LG