Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კანონმდებლებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ რუსეთის საერთაშორისო ინტერესებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ახალარჩეული პარლამენტის წევრებს მხარი დაუჭირონ ქვეყნის მცდელობას გაზარდოს თავდაცვითი პოტენციალი და დაიცვან რუსეთისინტერესები საერთაშორისო არენაზე. პუტინმა 5 ოქტომბერს მიმართა სახელმწიფო დუმის პირველ სხდომას და თქვა, რომ კანონმდებლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ „ძლიერი რუსეთის მშენებლობაში“. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დუმის წევრებს, დაივიწყონ პოლიტიკური უთანხმოებები, რადგან მისი თქმით, „რუსეთის მომავალი და მისი მოქალაქეები მათ პირად და პარტიულ ამბიციებზე მაღლა დგანან“. 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG