Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE საქართველოში ძალადობის მატების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ქვეყანას წინასარჩევნოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებს


ბორის ცილევიკსმა და კერსტინ ლუნდგრენმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში დაძაბულობის ზრდისა და ძალადობრივი ინციდენტების გამო, რომლის „კულმინაციაც გახდა“ ბომბის აფეთება ოპოზიციონერი პარლამენტარის მანქანაში.„დაუშვებელია, რომ დაძაბულობამ და ძალადობრივმა ქმედებებმა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს“ - ნათქვამია განცხადებაში. PACE ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ძალადობის ყველა შემთხვევის მყისიერი და გამჭვირვალე გამოძიება. „მგავსი შემთხვევებისთის დაუსჯელობის აღქმაც კი აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესში“ - ნათქვამია PACE-ს მონიტორების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG