Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ თალიბანს მოუწოდა, სამშვიდობო შეთანხმება დადოს ქაბულთან


ბრიუსელში, საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არსებობს გზა თალიბანის მიერ წარმოებული ბრძოლის ღირსეული დადასრულისკენ, მაგრამ ამ კონფლიქტში გამარჯვება ბრძოლის ველზე არ მიიღწევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაგალითად მოიყვანა გულბუდინ ჰეკმატიარი, ჰეზბ-ე ისლამის დაჯგუფების ხელმძღვანელი, რომელიც 1990-იან წლებში ავღანეთის სამოქალაქო ომში ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე იყო. მან გასულ კვირას სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ქაბულთან. ჯონ კერის თმით მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმება, ამჯერად თალიბანთან, დაასრულებს ბრძოლებს და ქვეყანას სტაბილურობას მოუტანს. გასულ კვირას დადებული შეთანხმება ავალდებულებს ჰეკმატიარს შეწყვიტოს ძალადობა, გაწყვიტოს კავშირი მებრძოლთა საერთაშორისო დაჯგუფებებთან და მიიღოს ავღანეთის კონსტიტუცია. სანაცვლოდ კი მისი დაჯგუფება შეძლებს ავღანეთის საზოგადოებაში ჩართვას.

XS
SM
MD
LG