Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრებრენიცაში მერის არჩევნების შედეგების გადათვლა პოლიციის რეიდმა შეაჩერა


საარჩევნო კომისიის წევრებმა შეაჩერეს ხმების ხელმეორე გადათვლა სრებრენიცაში მას შემდგ, რაც დაძაბული სიტუაცია შეიქმნა მერის არჩევნებში სერბი პოლიტიკოსის გამარჯვების გამო. საარჩევნო ყუთების დაცვის მიზნით 5 ოქტომბერს ბოსნიის პოლიცია საარჩევნო კომისიაში შევიდა. ქალაქი სრებრენიცა ბოსნიის ომის დროს, ყველაზე საზარელი დანაშაულის ადგილად იქცა, სადაც 1995 წლის ივლისში სერბმა სამხედროებმა 8000-მდე მუსლიმანი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს. ტრაგედიიდან 20 წლის შემდეგ, სერბები და მუსლიმები მხარდამხარ ცხოვრობენ, თუმცა ბევრი მულსიმანი შფოთვამ მოიცვა მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგით ცნობილი გახდა, რომ ბოსნიელმა სერბმა, მლადენ გრუიჩიჩმა ამომრჩეველთა ხმების 70%-ი მიიღო. საარჩევნო კომიამ გადაწყვიტა ხმების ხელმეორე გადათვლა, თუმცა პროცესი შეწყდა მას შემდეგ, რაც ბოსნიელ სერბთა პოლიციის რაზმი შევიდა კომისიის შენობაში და მისი ხელმძღვანელის დაკითხვა დაიწყო. გრუიჩიჩმა უკვე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად. თუმცა, მისი მეტოქე, სრებრენიცის მიმავალი მუსლიმი მერი გამილ დურაკოვიჩი არ აღიარებს დამარცხებას.

XS
SM
MD
LG