Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი თარგამაძე დაკითხვაზეა დაბარებული


ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს. ამასთან, პარტიაში არ იციან, მივა თუ არა თარგამაძე საგამოძიებო უწყებაში და როგორც განმარტავენ, შესაძლოა დაკითხვა მის საცხოვრებელ სახლში განხორციელდეს. 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა ოპოზიციონერი პარლამენტარი და მისი მძღოლი. დაშავდა 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 6 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანა მოძრაობის, „თავისუფალი ზონის“ წევრები, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ახლახან დატოვა რამდენიმე წევრმა, რომლებმაც მიზეზად დაასახელეს პარტიის მხრიდან საარჩევნოდ დესტაბილიზაციის მზადება.

XS
SM
MD
LG