Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭომ გაეროს ხელმძღვანელის პოსტზე მხარი ანტონიო გუტერეშს დაუჭირა


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე პორტუგალიელი პოლიტიკოსის ანტონიო გუტერეშის კანდიდატურას. 6 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე 15 კაცისაგან შემდგარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი 67 წლის გუტერეშს, რომელიც ამ პოსტზე სამხრეთ კორეელ ბან კი მუნს შეცვლის. პროცედურის თანახმად, გუტერეში მხოლოდ მას შემდეგ შეუდგება გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობა, როდესაც მის კანდიდატურას გაეროს გენერალური ასამბლეა დაამტკიცებს. 72 წლის ბან კი მუნი, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული, პოსტს ოფიციალურად 2016 წლის ბოლოს დატოვებს.

XS
SM
MD
LG