Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა კოლუმბიის პრეზიდენტს


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კოლუმბიის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ამგვარად აღნიშნა სანტოსის დამსახურება მის ქვეყანაში ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტის მოგვარების საქმეში. თავის მისასალმებელ სიტყვაში ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ კასი კულმან ფივემ განაცხადა: „პრეზიდენტ სანტოსის თაოსნობით დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც დაგვირგვინდა სამშვიდობო შეთანხმებით კოლუმბიის მთავრობასა და FARC-ს შორის; და ის გამუდმებით ზრუნავდა იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესი არ შეწყვეტილიყო. იცოდა რა, რომ შეთანხმება აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაშიც, რომ კოლუმბიელ ამომრჩეველს საშუალება მიეცა, თავისი მოსაზრება რეფერენდუმში გამოეხატა.“ კოლუმბიაში 52 წელიწადს გრძელდებოდა სამოქალაქო ომი ხელისუფლებასა და „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ - FARC-ის მეამბოხეებს შორის. ამ დაპირისპირებას 220 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG