რუსეთის პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა მოსკოვსა და დამასკს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რაც სირიაში რუსეთის ჯარისკაცების უვადო ყოფნას ითვალისწინებს. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ფონია კრემლის გეგმა, განაგრძოს სირიის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერა ქალაქ ალეპოს მეამბოხეთა ძალებისაგან განთავისუფლებისათვის მიმდინარე შეტევით საბრძოლო ოპერაციაში. ალყაშემორტყმულ ქალაქში დარჩენილია 250 ათასი მოქალაქე. 19 სექტემბერიდან, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
ყველაზე პოპულარული
1