Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა


„რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 39,9%-მა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 32%-მა, სხვა პარტიებმა და ბლოკებმა კი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. განსხვავებული შედეგი აჩვენა ტელეკომპანიების „იმედის,“ „მაესტროს,“ GDS-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა. ამ გამოკითხვის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 53,8%-მა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19,5%-მა და 5%-იანი ბარიერის ზღვარზეა „პატრიოტთა ალიანსი.“ ამავე გამოკითხვით, სხვა სუბიექტებმა ბარიერი ვერ გადალახეს. „ჩვენ ველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG