Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ პარტიებს არჩევნების შედეგების პატივისცემისაკენ მოუწოდებს


პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს, - ამის შესახებ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის" (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყველამ თავი უნდა აარიდოს სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებსა და ცალკეულ ინციდენტებს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დაუყოვნებლივ უნდა მოხდინოს დარღვევებზე, ცალკეულ ოლქებში ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლის ფაქტებზე რეაგირება და დროულად უნდა მოხდინოს არჩევნების მეორე რაუნდის დანიშვნის შესაძლებლობის განხილვა, განსაკუთრებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც დარღვევებმა შედეგებზე ზეგავლენა მოახდინა. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 54 საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES), "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის" (NDI), "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის" (IRI), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის” (NHC) დამკვირვებლები და ასევე ეუთოს, ევროსაბჭოსა თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოგზავნილი დელეგაციები ადევნებდნენ თვალს.

XS
SM
MD
LG