Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ დაასრულა საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა


ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,12 % მიიღო. პარლამენტში მისახვედრად აუცილებელი ბარიერი დაძლია „პატრიოტთა ალიანსმაც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5%-იანი მხარდაჭერა აქვს. ხმების 4,62 % მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,13% „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % - რესპუბლიკელებმა. საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი იყო გახსნილი. არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ცესკოს 27 ოქტომბრამდე აქვს ვადა, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 21 ნოემბრამდე.

XS
SM
MD
LG