Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ გააბათილა შედეგები ექვს საარჩევნო უბანზე


ცესკომ გააბათილა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ექვს საარჩევნო უბანზე, მათგან ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილებულ იქნა პროპორციულსა და მაჟორიტარულ ნაწილებში, ხოლო ერთი უბნის შედეგები - მხოლოდ პროპორციულ ნაწილში. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილადაა ცნობილი დმანისის მე-8 და მე-14, დიდუბის მე-14 და 26-ე და მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნებში, ხოლო მარნეულის 34-ე საარჩევნო უბანში გაბათილდა პროპორციული შედეგების ოქმი.

XS
SM
MD
LG