Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი: საუდის არაბეთის კოალიციის თავდასხმებმა იემენში უზომო ხოცვა-ჟლეტა გამოიწვია


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, ვინ არის პასუხიმგებელი იემენში საშინელი მოქმედებისთვის. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის თავდასხმებს 140 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია იემენის სამედიცინო ობიექტების უმეტესობა, საჭიროა მთელი ამ ომისთვის პასუხიმგებელი ძალის მოძებნაო, განაცხადა ბან კი მუნმა 10 ოქტომბერს. იემენში დასაფლავების პროცესიის დაბომბვისას 8 ოქტომბერს, 140 ადამიანი იქნა მოკლული, მათ შორის იყვნენ ამ ქვეყნის პოლიტიკური და უსაფრთხოების ელიტის წარმომადგენლები. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა უმოქმედობაში დაადანაშაულა ჟენევაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელშიც საუდის არაბეთიც შედის. მისი თქმით, საბჭო არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ იემენში ბოლო მოეღოს „დაუსჯელობის ატმოსფეროს“. ალ-ჰუსეინი გამოვიდა მოწოდებით, მოეწყოს მომხდარის გამოძიება. მისი თქმით, მას მერე, რაც 2015 წლის მარტში, საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში დაიწყო დაბომბვები შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ, დაიღუპა 4125 სამოქალაქო პირი.

.

XS
SM
MD
LG