Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს საელჩო: ჩვენ დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მიულოცა „კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნები, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.“აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ სამწუხაროა, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და საარჩევნო უბნებში მოხდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი. „მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. საელჩო აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას, და ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიანად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. „ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს და დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG