Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სარაკეტო იერიში განახორციელა რადიოსალოკაციო სადგურებზე იემენში


აშშ-მა სარაკეტო იერიში განახორციელა იემენის ტერიტორიაზე განლაგებულ სამ რადიოსალოკაციო სადგურზე, რომლებსაც ჰუტის მიმდევარი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება იყენებდა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით, ეს იყო საპასუხო დარტყმა ჰუტის მიმდევართა ახლახან განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე, რომლის სამიზნე იყო წითელ ზღვაში მცურავი აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანი. შეიარაღებული კონფლიქტი იემენში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. ჰუტის მიმდევრები, რომლებიც იემენში შიიტურ უმცირესობას წარმოადგენენ, ირანის არაოფიციალური მხარდაჭერით აწარმოებენ ბრძოლას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული იემენის მთავრობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG