Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბობ დილანს


შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭა ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს ბობ დილანს. ეს გადაწყვეტილება აკადემიამ 13 ოქტომბერს გამოაცხადა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, დილანს პრემია მიენიჭა „ახალი პოეტური გამომსახველობითი ენის შექმნისთვის დიდი ამერიკული სასიმღერო ტრადიციის ფარგლებში“. ბობ დილანი 1993 წლის შემდეგ პირველი, სულ კი მეცხრე ამერიკელია, ვინც მსოფლიოს ყველაზე საპატიო და პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი გახდა. პრემია ითვალისწინებს მისი მფლობელისთვის 960 ათასი ამერიკული დოლარის გადაცემას. შარშან ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბელორუს მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს.

XS
SM
MD
LG