Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რატიფიციკაცია უყო სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განუსაზღვრელად განთავსების შეთანხმებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო ჯგუფის განთავსების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. ეს შეთანხმება მხარეებმა შარშან, აგვისტოში გააფორმეს დამასკში. რუსეთის საავიაციო ჯგუფი ამჟამად სირიის პროვინცია ლატაკიაში, ჰმეიმიმის აეროდრომზეა განლაგებული. შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, დამასკი უსასყიდლოდ გადასცემს მოსკოვს. გარდა ამისა, რუსი სამხედროები სირიის საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს არ გაივლიან, მათთვის და მათი ოჯახებისთვის გათვალისწინებულია იმუნიტეტი და სხვა პრივილეგიები, ისინი თავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადებისგან სირიის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG