Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ესტუმრა სომხეთს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესტუმრა სომხეთს, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის არჩევა. სავარაუდოდ, ის სომხეთის წარმომადგენელი იქნება. პუტინთან ერთად ერევანში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რუსეთის გარდა, გაწევრიანებული არიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ტაჯიკეთი.

XS
SM
MD
LG