Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის მისამართით ახალი ბრალდებები გაისმის სექსუალური ხასიათის აგრესიული ქმედებების თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მისამართით ახალი ბრალდებები გაისმის სექსუალური ხასიათის აგრესიული ქმედებების თაობაზე. 41 წლის ამერიკელმა ქალმა, რომელიც მილიარდერის რეალიტი შოუში მოაწილეობდა, განაცხადა, რომ 2006 წელს ტრამპმა ის სამსახურში შესაძლო აყვანისთვის გასაუბრებაზე მიიპატიჟა და ეცადა ინტიმურ კავშირზე დაეყოლიებინა ის. ეს ბრალდებები ქალმა პარასკევს წარმოადგინა ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე. კიდევ ერთმა ქალმა უამბო „ვაშინგტონ ტაიმსს“, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა 1990-იან წლებში ნიუ-იორკის ღამის კლუბში, სადაც ის მიმტანად მუშაობდა. ტრამპმა უარყო ეს ბრალდებები და ცილისწამება უწოდა მათ. მანამდე მილიარდერის მიმართ სექსუალური ხასიათის ბრალდებებზე წერდა „ნიუ-იორკ ტაიმსი“. რესპუბლიკელი კანდიდატის წარმომადგენლებმა ამ პუბლიკაციას „პოლიტიკური თავდასხმა“ უწოდეს და პუბლიკაციის გაუქმება მოითხოვეს. 7 ოქტომბერს „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიეც ტრამპი უცენზურო სიტყვებით ლაპარაკობს ქალებზე. ამის შემდეგ რამდენიმე რესპუბლიკელმა ტრამპს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა. მილიარდერმა ბოდიში მოიხადა თავისი გამონათქვამებისთვის, მაგრამ არჩევენებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.

XS
SM
MD
LG