Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტში შევიდა საფრანგეთის სამხედრო ფლოტის გემი


ბათუმის პორტში შევიდა საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის გემი, “პრემიე მეტრ ლ’ერი.“ 18 და 19 ოქტომბერს ფრანგული გემის ეკიპაჟის წევრები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები გამართავენ ერთობლივ წვრთნას, რომელიც ყვინთვის და აბორდაჟის ოპერაციებს მოიცავს. გემმა საქართველოში ჩამოიტანა აღჭურვილობა, რომელსაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან ივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას გადასცემს საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე. დღეს, საღამოს 6 საათზე, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდზე გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია. “პრემიე მეტრ ლ’ერი” ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს, დილით დატოვებს.

XS
SM
MD
LG