Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად


17 ოქტომბერს დაიწყო დიდი ხნის წინ დაგეგმილი ოპერაცია ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად, რომელშიც ერაყის სამთავრობო ჯარებისა და ქურთების სახალხო ლაშქარ „ფეშმერგას“ გარდა აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის ავიაციაც მონაწილეობს. ქურთების სარდლობა აცხადებს, რომ მათ ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით წინ წაიწიეს და კონტროლი დაამყარეს რამდენიმე სოფელზე. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. როდესაც სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აკეთებდა განცხადებას, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალი-აბადიმ აღნიშნა, რომ „გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება“.

XS
SM
MD
LG