Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა ინაუგურაციამდე შეხვდეს პუტინს


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შესაძლოა ჯერ კიდევ ფიცის დადებამდე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ტრამპის ეს განცხადება, რომელიც მან 17 ოქტომბერს, რადიოპროგრამაში მონაწილეობისას გააკეთა, პუტინის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების მორიგი გამოხატულებაა. ტრამპს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ მოსწონს პუტინი, მასვვე გაკრიტიკებული აქვს დაძაბულობა აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობაში. პრობლემა ის არის, რომ პუტინი საერთოდ არ სცემს პატივს ბარაკ ობამასო - უთხრა ტრამპმა რადიოპროგრამის წამყვანს. ტრამპის სიტყვებით, თუ ის 8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, შესაძლოა პუტინს შეხვდეს ჯერ კიდევ ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებამდე. ამასობაში, ტრამპის მეტოქე, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, ააქტიურებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას. ის მილიონობით დოლარს ხარჯავს კამპანიისათვის არიზონის, მისურისა და ინდიანის შტატებში, რომლებიც აქამდე რესპუბლიკელების მხარდამჭერებად იყვნენ მიჩნეული.

XS
SM
MD
LG