Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გახსნა პარიზში, ეიფელის კოშკთან აშენებული ეკლესია


რუსეთმა გახსნა პარიზის ცენტრში აშენებული „სულიერი და კულტურული ცენტრი“, რომელიც მოიცავს ოქროს გუმბათიან მართლმადიდებელ ეკლესიასაც. ეიფელის კოშკთან განთავსებული კომპლექსი გახსნა კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ, რადგან პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში გააუქმა პარიზში ვიზიტი სირიაში ომის გამო დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. „სულიერი და კულტურული ცენტრი“ რუსეთის სახელმწიფომ დააფინანსა. ცნობების თანახმად, ის 187 მილიონამდე დოლარი დაჯდა. ფართოდ გავრცელებული შეფასებით, კომპლექსი ემსახურება რუსეთის ძალისხმევას ძლიერი, რელიგიური, ტრადიციული ფასეულობების დამცველი ქვეყნის იმიჯის შესაქმნელად. პარიზში წელს დეკემბერში მოელიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერს, პატრიარქ კირილეს, რომელმაც ეკლესია უნდა აკურთხოს.

XS
SM
MD
LG