Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს არმია აცხადებს, რომ 18 ქურთი ექსტრემისტი გაანადგურა


თურქეთის არმია აცხადებს, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გაანადგურა 18 ქურთი ექსტრემისტი მეომარი. არმიის განცხადებით, ქურთისტანის მუშათა პარტიის 12 წევრის „ნეიტრალიზება“ ჰაკარის პროვინციაში, ერაყის საზღვართან მოხდა, კიდევ ექვსი კი ჩრდილოეთ ერაყში, ავაშინ ბასიანის რეგიონში მოკლეს. სხვა განცხადებაში არმია ამბობს, რომ ჩრდილოეთ სირიაში იერიში მიიტანა ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფოს 40 და ქურთი ხალხის დამცველი დანაყოფების ექვს სამიზნეზე. სირიის არმია თურქეთის თავდასხმებს უწოდებს „დაუფარავ აგრესიას“ და ამბობს, რომ ჩამოაგდებს თურქეთის ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.

XS
SM
MD
LG