Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პოლიციამ დაიწყო კალეს ლტოლვილთა ბანაკის გაწმენდა


საფრანგეთის პოლიციამ დაიწყო სანავსადგურო ქალაქ კალეს ლტოლვილთა ბანაკის გაწმენდა. 24 ოქტომბერს პოლიციამ დაიწყო ბანაკის გაწმენდა, სადაც 6500-მდე ლტოლვილია აფრიკიდან, შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ბანაკის მცხოვრებნი პოლიციას კალეში, სარეგისტრაციო ცენტრში მიჰყავთ. ოპერაცია, რომელიც საფრანგეთის სასამართლომ დაამტკიცა, ერთ კვირას გასტანს. იქ მცხოვრები მიგრანტები განაწილდებიან მთელ საფრანგეთში და შეეძლებათ თავშესაფარი მოითხოვონ. კალეს ბანაკში მყოთ იმედი ჰქონდათ, რომ ევრო-გვირაბის გზით ბრიტანეთში გადავიდოდნენ. 23 ოქტომბერს მიგრანტების ჯგუფმა არეულობის მოწყობა სცადა და ცეცხლი წაუკიდა ტუალეტებს, მოხდა მათსა და პოლიციას შორის შეტაკება.

XS
SM
MD
LG