Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთმა სასაზღვრო რაიონში მცხოვრებ ყაზახებს შეუჩერა თავისუფალი მიმოსვლა


ყაზახეთმა გაავრცელა ცნობა, რომ მის მოქალაქეებს, რომლებიც თურქმენეთის სასაზღვრო არეალში ცხოვრობენ, თურქმენეთმა გაუუქმა თავისუფალი სავიზო რეჟიმი და 27 ოქტომბრამდე, მანფისტაუს რეგიონის მცხოვრებნი, ვერ გადავლენ თურქმენეთში, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს 27 ოქტომბერს. აშხაბადმა ივლისის შემდეგ, დროებით, ორჯერ დაკეტა საზღვარი, მისი განცხადებით, უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. სასაზვრო ზონაში მცხოვრებ ყაზახებს ხუთი დღით აქვს თურქმენეთში ჩასვლის უფლება.

XS
SM
MD
LG