Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით ჩავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


საქართველოში ამ კვირაში ჩავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. როგორც 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული პრესრელიზით იტყობინებიან, ხუთკაციან დელეგაციას, რომელიც 28-დან 31 ოქტომბრამდე დარჩება საქართველოში, უხელმძღვანელებს ლიტვის წარმომადგენელი ემანუელის ზინგარისი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არჩევნების პროცესს დააკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის პარლამენტისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან ერთად. დაგეგმილი შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG