Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია სირიაში ქალაქ რაყას დაბრუნების ოპერაციიისთვის ემზადება


კოალიცია სირიაშიქალაქ რაყას დაბრუნების ოპერაციას იწყებს

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ხელში მყოფი ქალაქის, რაყას დაბრუნების ოპერაციისთვის ემზადება, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა. კარტერის თქმით, რაყის აღების ოპერაცია დროში დაემთხვა ერაყში ქალაქ მოსულისთვის ბრძოლის პერიოდს. კარტერმა ეს განცხადება გააკეთა პარიზში, სადაც კოალიციის წევრი 13 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მას არ დაუზუსტებია , როდის დაიწყება ოპერაცია რაყის აღების მიზნით. მოსულის აღებისთვის მებრძოლი ძალების ცნობით, მათ წინ წაიწიეს ქალაქისკენ. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში მყოფ მოსულზე კონტროლის დაწესებას, კვირები, შეიძლება - თვეები დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG