Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის „ოპტიმიზაციაზე“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ. როგორც კვირიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ იქნება „გარკვეული პერიოდი საიმისოდ, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს სამინისტროების მიმართულებითაც“. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ მცირედი ცვლილებები იქნება.

XS
SM
MD
LG