Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ბელგრადს სთავაზობს უშიშროების საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას


რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი ეწვია სერბიის დედაქალაქ ბელგრადს, სადაც მოლაპარაკება გამართა მასპინძელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან. პატრუშევმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული წრის წევრად ითვლება, სერბიას შესთავაზა, რუსეთთან გააფორმოს ურთიერთგაგების მემორანდუმი უშიშროების საკითხებზე. პატრუშევის თქმით, ასეთი დოკუმენტები მოსკოვს მხოლოდ ყველაზე სანდო პარტნიორებთან აქვს გაფორმებული. პატრუშევის ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები სერბიის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ნებოიშა სტეფანოვიჩთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ივიცა დაჩიჩთან.

XS
SM
MD
LG