საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ არ ადასტურებს თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ. გარდა ამისა, თურქეთის ელჩი სარფის საბაჟოზე არსებულ შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეფერხება „ტექნიკურმა ხარვეზმა“ გამოიწვია. 28 ოქტომბერს თურქულ მედიაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს და მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.
ყველაზე პოპულარული
1