Accessibility links

დავით უსუფაშვილმა დატოვა „რესპუბლიკური პარტია“


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დატოვა „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც იგი 2005-2013 წლებში სათავეში ედგა. საგანგებო ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება პარტიის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებას უკავშირდება. „ამიტომ მე, ამ შემთხვევაში პარტიასთან ერთად ჩაძირული ამ არჩევნების შემდეგ, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უახლოეს ხანებში. პარტია თავის სიტყვაა კვლავაც იტყვის ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მომავალ გეგმებზე პარლამენტის თავმჯდომარეს არ უსაუბრია. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1,55 პროცენტი მიიღო და ვერ გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი. თავის მხრივ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პირველსავე ტურში დამარცხდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG