Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ვერ შევლენ სამოქალაქო ქორწინებაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ვერ შევლენ სამოქალაქო ქორწინებაში და ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციას. ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გამარჯვებული ძალა გეგმავს საკონსტიტუციო შესწორებების შემუშავებას, რათა მეტი დინამიზმი მიეცეს ქვეყნის აღმშენებლობას. გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან რაიმე ტიპის სტრატეგიული თანამშრომლობა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, კვირიკაშვილის თქმით, არჩეულია კურსი, რომელიც ერთი მხრივ განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში. მეორეს მხრივ კი ეს არის რეგიონში დაძაბულობის შენელების პოლიტიკა და რუსეთთან ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განვითარება.

XS
SM
MD
LG