Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 13 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება გამარჯვებულის გამოსავლენად. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პრომოსკოვური და პროევროპული კურსის მომხრეები. 30 ოქტომბრის არჩევნებზე მიცემული ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებით, 48,23%-ით ლიდერობს სოციალისტური პარტიის კანდიდატი იგორ დოდონი. არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო ხმების ნახევარზე მეტი. დოდონის მთავარ კონკურენტს, პროევროპული კურსის მომხრე მაია სანდუს კი 38,42% ერგო. ის „ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ წევრია. პოლიტოლოგების აზრით, მაია სანდუს ინტერესებშია, არჩევნების მეორე ტურში მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი პროევროპელი, ახალგაზრდა ამომრჩეველი, რათა შეძლოს პირველ ტურში გამარჯვებულის, პრომოსკოვური კურსის მომხრე იგორ დოდონის დამარცხება.

XS
SM
MD
LG