Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში გაიმართა პრემიერ-მინისტრის ინაუგურაცია ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობის შემდეგ


ესპანეთში გაიმართა პრემიერ-მინისტრად კონსერვატიული პარტიის ლიდერის, მარიანო რახოის ინაუგურაცია, რასაც წინ უძღვოდა ხანგრძლივი პოლიტიკური უთანხმოება. იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნების ორჯერ ჩატარების მიუხდავად, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა აშკარა უპირატესობა და ვერც კოალიციის შექმნა ხერხდებოდა, ესპანეთში 10 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა პოლიტიკური გაურკვევლობა. „სახალხო პარტიის“ ლიდერი მარიანო რახოი ადრეც იყო პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სათავეში ბრუნდება აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ. ის რთული ამოცანის წინაშე დგას მრავალი ფრაქციისაგან შემდგარ და მრავალი დაპირისპირებით მოცულ პარლამენტში კანონების მხარდაჭერის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG