Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მეთვალყურეები დადებითად აფასებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, მაგრამ ხედავენ კრიტიკის საფუძველსაც


საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს, ევროპის პარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიების განცხადებით, საქართველოში კონკურენტულ გარემოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ორგანიზებული იყო კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების დაცვით და არჩევნების დღეს კენჭისყრა „დადებითად“ უნდა შეფასდეს. თუმცა უცხოელი დამკვირვებლები მოუგვარებლად მიიჩნევენ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს და აღნიშნავენ, რომ იყო საჩივრები კენჭისყრის პირველი ტურის შესახებ, რომლებიც გულდასმით უნდა შემოწმდეს. ეს შეფასებები გამოთქმულია უცხოელი მეთვალყურეების საგანგებო პრეს-რელიზში, რომელიც გამოქვეყნდა 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს.

XS
SM
MD
LG