Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია თავიანთი ქონების შესახებ


უკრაინაში ანტიკორუფციული რეფორმის შესაბამისად, ოფიციალურმა პირებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. ისინი ცხადჰყოფს მკვეთრ სხვაობას პოლიტიკოსებისა და რიგითი ამომრჩევლების შემოსავლებს შორის. ზოგ დეკლარაციაში საუბარია მილიონობით დოლარზე, ზოგში კი ძვირფასი საათების, სამკაულის, მიწის ნაკვეთებისა თუ ძვირადღირებული მანქანების ფლობაზე. ოფიციალურ პირებს 30 ოქტომბრამდე ჰქონდათ დრო თავიანთი ქონებისა და შემოსავლების შესახებ 2015 წლის მონაცემების გამოსაქვეყნებლად. ამ ზომას ითვალისწინებს "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მიერ მხარდაჭერილი რეფორმა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციის ხელშესაწყობად. მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის დეკლარაციით, მისი და მისი მეუღლის ქონება მოიცავს 1,2 მილიონ დოლარსა და 460 ათას ევროს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მონაცემებით, უკრაინის მთავრობის 24 წევრს, ერთად აღებულს, თითქმის 7 მლნ დოლარი აქვს. უკრაინის რიგითი მოქალაქის საშუალო თვიური შემოსავალი 200 დოლარზე ცოტა მეტია.

XS
SM
MD
LG