Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ბრალდებას


კრემლმა უარყო ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ბრალდება, რომ რუსეთი აწყობს კიბერ-თავდასხმებს და მიმართავს სხვა აგრესიულ ქმედებებს, რაც ევროპისთვის მზარდ საფრთხეს ქმნის. პირველ ნოემბერს ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც თქვა, რომ „MI15”-ის ხელმძღვანელის, ენდრიუ პარკერის ბრალდებები არაა რეალობასთან კავშირში. მისი განცხადებით, სანამ ვინმე დასტურს არ წარმოადგენს, ასეთი მტკიცებები უსაფუძვლოა. პარკერმა გაზეთ „გარდიანს“ უთხრა, რომ რუსეთი საგარეო პოლიტიკის მზარდი აგრესიული გზით გატარების მიზნით იყენებს სახელმწიფო ორგანებს და ძალაუფლებას, პროპაგანდის, ჯაშუშობის, ძირგამომთხრელი საქმიანობის და კიბერ-იერიშების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG