Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ მოსულის აღმოსავლეთ უბანში ტელევიზიის შენობა დაიკავა


ერაყის ქალაქ მოსულის გარეუბანში მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს მას მერე, რაც ერაყის არმიამ სახმელეთო იერიში წამოიწყო ჩრდილოეთში მდებარე ამ ქალაქის აღმოსავლეთ უბნებში. ეს პირველი ასეთი იერიშია ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის ჩარჩოებში, რომელიც ორი კვირის წინ დაიწყო მოსულის კვლავ დასაბრუნებლად. იერიში დაიწყო პირველ ნოემბერს, ალიონზე. ერაყის არმია უტევს აშშ-ის ავიაციის საჰაერო მხარდაჭერით. მოწინააღმდეგე ქალაქში საბურავებს წვავს, რათა ავიაციას გაურთულოს საქმე და ხილვადობა შეუზღუდოს. ერაყის ანტიტერორისტული ძალები ნაღმებს უშენენ მოსულის სამრეწველო გარეუბანს ქალაქის აღმოსავლეთში. ერაყელი გენერლის ცნობით,მთავრობის ჯარი შევიდა მოსულის აღმოსავოეთ რაინში და დაიტკავა ტელევიზიის შენობა. გენერალ-მაიორის, სამი ალ-არიდის თქმით, მისი ჯარები გოგჯალის რაიონში იმყოფებოდნენშუა დღისას და უფრო დასახლებული კამარას რაიონს მათ 800 მეტრი აშორებდა. იერიში დაიწყო პირველ ნოემბერს, ალიონზე. ერაყის არმია უტევს აშშ-ის ავიაციის საჰაერო მხარდაჭერით. მოწინააღმდეგე ქალაქში საბურავებს წვავს, რათა ავიაციას გაურთულოს საქმე და ხილვადობა შეუზღუდოს.

XS
SM
MD
LG