Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაიკროსოფტი": რუსი ჰაკერები კიბერიერიშებისათვის იყენებენ „უინდოუსის“ სისტემაში აღმოჩენილ ხარვეზს


კომპანია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) განცხადებით, რუსი ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხვაში, კიბერთავდასხმებისათვის იყენებს „უინდოუსის“ სისტემაში მიკვლეულ ხარვეზს. „მაიკროსოფტის“ ვებსაიტზე 1 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს მცირე რაოდენობის კიბერიერიშები, რომლებსაც ახორციელებს ჰაკერების ჯგუფი „სტრონციუმი“. მას „ელეგანტურ დათვსაც“ უწოდებენ. „მაიკროსოფტის“ მიერ ამ განცხადების გავრცელებამდე, ვაშინგტონმა მოსკოვს ბრალად დასდო უპრეცედენტო ჰაკერული კამპანიის წამოწყება აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაციისა და ხელის შეშლის მიზნით. აშშ-ის მთავრობამ გასულ თვეში ოფიციალურად დაადანაშაულა მოსკოვი დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხვაში, რასაც მოჰყვა მასალების გამოქვეყნება „ვიკილიკსის“ და სხვა საიტების მიერ. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG