Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დალუქეს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ოფისი


მოსკოვში დალუქეს ავტორიტეტიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშნლის“ ოფისი. რუსეთში „ამნესტის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი ნიკიტინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოფისი, რომლითაც ორგანიზაცია 20 წელიწადზე მეტი ხანია სარგებლობს, დალუქულ იქნა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თანამშრომლებმა ვერ შეძლეს სამუშაო ადგილზე მისვლა: შენობაში შესასვლელი მთავარი კარი გატეხილი იყო, ხოლო დანარჩენი კარების საკეტები - გამოცვლილი. ნიკიტინსა და მის კოლეგებს კარზე დახვდათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ობიექტი წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის სუბიექტის საკუთრებას“ და საჭიროა ამ წერილით გამოცხადება მოსკოვის შესაბამის უწყებაში ოფისიდან ნივთების გამოსატანად. ნიკიტინის განმარტებით, ოფისში დარჩა მთელი ტექნიკა და დოკუმენტები, ისევე როგორც თანამშრომლების პირადი ნივთები. რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და კრემლს აკრიტიკებენ, ბოლო წლებში სულ უფრო ძლიერ ზეწოლას განიცდიან.

XS
SM
MD
LG