Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ პედაგოგთა საშუალო ხელფასი გაისად 800 ლარს მიაღწევს


მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს. ამის შესახებ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრმა განმარტა, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში. შარშან განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, შეიმუშავა 2015-2017 წლების სახელფასო პოლიტიკა. მასწავლებელთა ხელფასი კარიერული საფეხურების მიხედვით განისაზღვრება.

XS
SM
MD
LG